შოურუმზე მუშაობისას, ჩვენ გვსურდა გამორჩეული ატმოსფერო შეგვექმნა, რომელიც უფრო თვალშისაცემს გახდიდა ქიჩენ & ლივინგის წარმოდგენილ ობიექტებს. ამავე დროს, მომხმარებელში დადებით ემოციებს გამოიწვევდა და მათ მყუდრო, კომფორტულ გარემოში მოქმედების საშუალებას მისცემდა.
გასტრონომ ჯგუფთან დიდი ისტორია გვაკავშრებს. ერთად ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. ქიჩენ & ლივინგი ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის , რაზეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ.
ინტერიერში კედლები,ჭერი და იატაკი ბეტონის ტექსტურას იმეორებს დდა ინდუსტრიულ ესთეტიკას ქმნის. ჩვენი დავალება იყო შოურუმისთვის ახალი კონცეფცია შეგვექმნა , რომელიც კონცეპტუალური და მინიმალისტური ესთეტიკის მქონე იქნებოდა. ინტერიერი ცივია, თუმცა განათება მას უფრო ჰარმონიულს ქმნის და საერთოდ სხვა ხასიათს სძენს.