ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ინტერიერის დიზაინის ეს პროექტი წარმოადგენს თანამედროვე და სიმყუდროვეზე დაფუძნებულ რესტორნის კონცეფციას, რომელიც მდებარეობს მზიურის პარკთან.ესტორანი გაიხსნება უახლოეს მომავალში და ის უკვე მზადაა გახდეს ახალი თავშეყრის ადგილი როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
თბილი ხის ტექსტურები, რბილი განათება და ბუნებრივი ელემენტები ქმნის მყუდრო და თანამედროვე ატმოსფეროს. ინტერიერი გათვლილია როგორც მარტივ ყოველდღიურ ვიზიტებზე, ისე გემოვნებიან საღამოებზე მეგობრებთან ერთად.