ინტერიერი თანამედროვე ელემენტებით არის გადაწყვეტილი და მასში კონტრასტული აქცენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება. სივრცეში ინდივიდუალიზმი და სიცოცხლე იგრძნობა, რაც მასალების, ფაქტურების, ავეჯის, დეკორის ელემენტებისა და ფერთა ურთიერთკავშირით მიიღწევა.
საპროექტო დავალება გულისხმობდა ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მორგებული იქნებოდა ახალგაზრდა ოჯახზე და მოზარდზე.ჰარმონიის მისაღწევად სახლში აქტიურადაა გამოყენებული ხის ფაქტურები, რომლებიც სიმყუდროვესთან ასოცირდება და ბეტონით, ქვითა და მეტალით გამოწვეულ “სიცივეს” აბალანსებს.