ბინა, რომელიც დახვეწილი, სკანდინავიური სტილითაა გამორჩეული, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
ბინის ფართობი მხოლოდ 65 კვადრატული მეტრია, თუმცა ნათელი ფერების გამოყენებით, სახლი უფრო დიდი ჩანს. კედლები შეღებილია ორგანული საღებავებით და გამოყენებულია სადა ფერები. სახლს აქვს პატარა საძინებელი, რომელიც მისაღებ ოთახს სლაიდ კარით უკავშირდება.