სივრცის საერთო ფართობი სულ რაღაც 59 კვადრატული მეტრია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მასში ყველა ფუნქციური ზონა ფიგურირებს და ის მის ბინადრებს სრულ კომფორტს სთავაზობს.
პროექტის მთავარი ღირსება სივრცის სწორად ათვისებაა. აქ თითოეული დეტალი ზედმიწევნით არის გათვლილი და წინასწარ დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სანტიმეტრი ეფექტურადაა გამოყენებული. ბინის დიზაინის კონცეფცია არის მინიმალისტური გარემო, ბევრი საინტერესო მასალებითა და ტექსტურებით, თუმცა დეკორატიული ელემენტებისა და ფერების ხარჯზე ბინა არის როგორც დახვეწილი ამავდროულად საინტერესო და სახალისო.